ფეხბურთი

14:20 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "კრისტალ პალასთან" ფრედ დასრულებული (2:2) პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ბევრი მომენტი ჰქონდა, კარგად ითამაშა, თუმცა საბოლოოდ ერთმა მომენტმა "ქალაქელებს" ორი ქულა დააკარგვინა.

"მატჩის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ და საუბედუროდ ორი ქულა დავკარგეთ, რადგან კონტრშეტევა ვერ მოვიგერიეთ. ჩემ ფეხბურთელებს ვეუბნებოდი, რომ ბურთი გაგვეკონტროლებინა და ზაჰა დაგვეჭირა. წინ კიდევ ბევრი თამაში გველოდება და მოგვიწევს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის ვიბრძოლოთ." - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC Sports-ი.

"მანჩესტერ სიტი" მატჩის ბოლო წუთამდე 2:1 იგებდა, როდესაც ვილფრიდ ზაჰამ 90-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე შეიჭრა და მისი დარტყმის შედეგად ფერნანდინიომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საბოლოოდ "ქალაქელებმა" ორი ქულა დაკარგეს. "სიტი" პირველადგილოსან "ლივერპულს" 13 ქულით ჩამორჩება, თუმცა "მერსისაიდელებს" ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

0.112193