სხვა

21:55 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა და ლაშა მჭედლიანებმა ციგაობა მე-11 და მე-20 ადგილებით დაასრულეს

ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეცხრე საშეჯიბრო დღეს სარბიელზე მოციგავეები გავიდნენ. საქართველოს ნაკრებიდან ერთეულთა თანრიგში იასპარეზეს ლაშა და ლუკა მჭედლიანებმა.

ლაშამ პირველი დაშვება მე-14 შედეგით (55.365 წამი) დაასრულა, მეორე დაშვებისას უკეთესი მაჩვენებელი (55.126) ჰქონდა, რამაც მას ჯამური 1:50.491 შედეგით მე-11 ადგილამდე დაწინაურების საშუალება მისცა.

ლუკა მჭედლიანმა პირველი დაშვებისას ტრასა 56.119 წამში გაიარა და მე-20 იყო, მეორე დაშვებას უფრო მეტი - 56.343 წამი მოანდომა და მე-19 იყო, მაგრამ ჯამური მაჩვენებლით - 1:52.462 მე-20 ადგილი დაიკავა.

ხვალ ტრამპლინიდან ხტომაში იასპარეზებს საქართველოს ნაკრების ბოლო წარმომადგენელი ესმირალდა გობოზოვა.

geonoc.org.ge

0.123774