სხვა

22:28 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსთვის და ისრაელისთვის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ისტორიული გამოდგა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ოფიციალურმა საიტმა (www.eurolympic.org) საგანგებო სტატია მიუძღვნა საქართველოსა და ისრაელის ოლიმპიელთა წარმატებას ახალგაზრდულ თამაშებზე.

აღნიშნულია, რომ ლოზანის III ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ევროპის ორი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის ისტორიული გამოდგა. საქართველომ და ისრაელმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი მედლები მოიპოვეს.

ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ წყვილებში ისტორიული ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ხოლო ისრაელის წარმომადგენელმა სამთო მოთხილამურე ნოა ზოლოსმა იგივე ხარისხის მედალი გოგონათა სუპერ გიგანტში მოიპოვა, შემდგომ კი ვერცხლის მედალი კომბინაციაში.

ლუკა ბერულავას და ალინა ბუტაევას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში გათამაშებული მედლების ბოლო კომპლექტიდან უმაღლესი სინჯიც დაისაკუთრეს. ამჯერად მათ ეს შეძლეს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, სადაც თითოეული გუნდი შედგებოდა მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა ერთეულთა თანრიგის ფიგურისტებისგან.

ბერულავა/ბუტაევას წყვილმა ჩემპიონობა Team Courage-ის სახელით მოიპოვა, რომელშიც მათთან ერთად შედიოდნენ ესტონეთის, რუსეთის და იაპონიის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2025 წელს ბორჯომსა და ბაკურიანში ზამთრის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის მასპინძლობის რეალური კანდიდატია.

geonoc.org.ge

0.120885