ფეხბურთი

23:42 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ჰოლანდიელმა მწვრთნელმა პიტერ ბოსმა "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "ბაიერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ბოსმა "ფარმაცევტები" 2019 წლის იანვარში ჩაიბარა და გასულ სეზონში გუნდმა ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, სადაც მიმდინარე სეზონში D ჯგუფში იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა. გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სათამაშო წელს "ლევერკუზენი" 17 ტურის შემდეგ 28 ქულით მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115468