სხვა

23:40 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

IOC-მა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირში მონაწილეთა რიცხვი დაასახელა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირში მონაწილეთა რიცხვი დაასახელა. მოკრივეთა ოლიმპიური ტურნირის ორგანიზების მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელის მორინარი ვატანაბეს ცნობით, ტოკიოს რინგზე 100 ქალი და 189 კაცი მოკრივე იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) დისკვალიფიკაციის გამო, IOC-მა საკუთარ თავზე აიღო ტოკიოში მოკრივეთა ოლიმპიური ტურნირის ორგანიზება.

კაცებში მედლები გათამაშდება 8 წონით კატეგორიაში (52, 57, 63, 69, 75, 81, 91, +91), ქალებში - 5-ში (51, 57, 60, 69, 75).

ვატანაბეს განმარტებით, IOC მომავალში ყველაფერს იღონებს მოკრივეთა ოლიმპიური ტურნირის გენდერული თანასწორობისთვის.
ტოკიოს ოლიმპიური ტურნირის მონაწილეთა ვინაობას საკვალიფიკაციო შეჯიბრებები გამოავლენს, რომლებიც იანვრიდან მაისის ჩათვლით ჩატარდება. მორინარი ვატანაბე ასევე აღნიშნავს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე არ მიიწვევენ იმ მსაჯებს, რომლებიც 2016 წლის რიოს თამაშებზე იყვნენ მივლენილი.

geonoc.org.ge

0.114499