თამაშგარე

11:07 | 15.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა სარესტორნო ბიზნესში ჩაება

ვეტერანი რუსი მეჩოგნე მარია შარაპოვა შეუპოვარი გოგო რომაა - ეს თიხნარზეც კარგად ჩანს და ბალახზეც. თუმცა, ერთია მარია როგორც სპორტსმენი და მეორეა როგორც ბიზნესმენი. ამიტომაც, ამჯერად მარიას შეუპოვრობის და ბედთან შეუგუებლობის ამბავი სულ სხვა კუთხით უნდა წარმოგიდგინოთ.

მიუხედავად იმისა, რომ შარაპოვას ბოლო სამი წლის მანძილზე არაერთ ბიზნესში მოეცარა ხელი (ძირითადად საკუთარი სახელობის ტანსაცმლის ბრენდებს ქმნიდა), იგი ბიზნესის სფეროში მცდელობებს ვკლავ აგრძელებს და ამჯერად ევროპის რამდენიმე ქალაქში რუსული რესტორნების ქსელის შექმნითაა დაკავებული.

მარიას ამ საქმეში თავისი მეგობრები ეხმარებიანდა მზარეულების შესარჩევი კასტინგი პლანეტის კიდით-კიდემდე მიმდინარეობს. როგორც თავად მეჩოგნე ამბობს, რუსული (ისევე როგორც ზოგადად სლავური) კულინარიის მსოფლიოსთვის გაცნობა მისთვის სხვა თუ არაფერი პატრიოტიზმიცაა.

0.100064