სხვა

13:15 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰაცუ ბაშო: ტოჩინოშინმა იბრძოლა, მაგრამ მაინც დამარცხდა

ჰაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს თავისი ორთაბრძოლა მარცხით დაასრულა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ქართველმა სუმოისტმა მეტოქეს ძლიერი კონკურენცია გაუწია, თუმცა მავასში ხელის კარგად ჩავლება ვერ მოახერხა და საბოლოოდ დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-4 დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა.

ტოჩის წლის პირველ სუპერტურნირზე 2 მარცხის საპირისპიროდ 1 მოგება აქვს და უარყოფით ბალანსზეა, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-5 მაეგაშირა ენჰო იქნება.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, გაგამარუს დღეს ორთაბრძოლა არ ჰქონია. მისი ხვალინდელი მეტოქე კი მაკუშიტას მე-7 ნომერიფუჯიაზუმა იქნება, რომელსაც ჩვენებურის მსგავსად პირველი შეხვედრა წაგებული აქვს.

0.10807