ფეხბურთი

22:38 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შეფილდ იუნაიტედმა" მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"შეფილდ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა კრის უაილდერმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდს 2024 წლის ივლისამდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კრისი "შეფილდს" 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. უაილდერმა გუნდი ჩაბარებიდან ერთი წლის შემდეგ ლიგა ერთიდან ჩემპიონშიფში დააწინაურა. 2017/18 წლების სეზონში ინგლისის რანგით მეორე ლიგაში "შეფილდმა" მე-10 ადგილი დაიკავა, ხოლო გასულს სეზონში მეორე პოზიციაზე გავიდა და პრემიერლიგაში აღზევდა.

21 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონატში კრისის შეგირდებს 29 ქულა აქვთ და მერვე ადგილზე იმყოფებიან. "შეფილდ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ მეოთხეადგილოსან "ჩელსის" ექვსი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108234