ფეხბურთი

21:25 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ესპანიოლმა" "ბენფიკადან" დე ტომასი დაიმატა

ლისაბონის "ბენფიკას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი რაულ დე ტომასი კარიერას "ესპანიოლში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 25 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ პორტუგალიელებმა 20 მილიონი ევრო მიიღეს.

დე ტომასი მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია და ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების რიგებშიც ასპარეზობდა. "ბენფიკამ" რაული მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "რეალიდან" დაიმატა და ლისაბონელთა მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში ესპანელმა სამი გოლი გაიტანა. დე ტომასის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

0.108754