ფეხბურთი

16:50 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ახლა კონტრაქტის გახანგრძლივების დრო არაა"

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ კილიან მბაპესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, მაგრამ თავად ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არაა.

„ამაზე საუბრის დრო არაა, მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ და კონცენტრირებული ვარ მიმდინარე სეზონზე. ახლა მხოლოდ თამაში მინდა. კლუბში მშვიდი და სტაბილური მდგომარეობაა და ასეთ საკითხებზე მუშაობის დრო არაა, ამის გაკეთება სხვა დროსაც შესაძლებელია“, - თქვა მბაპემ.

კილიანს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მბაპეს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ, მათ შორის, „რეალს“, „იუვენტუსსა“ და „ლივერპულს“. ფრანგი შემტევი პარიზში 2017 წლიდან თამაშობს და 107 მატჩში 79 გოლი აქვს გატანილი.

0.11793