ფეხბურთი

21:38 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი შესაძლოა "აიაქსში" დაბრუნდეს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი შესაძლოა ამსტერდამის „აიაქსში“ დაბრუნდეს. VTBL-ის ინფორმაციით, ჰოლანდიური გრანდი მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება და 20 წლის ფეხბურთელის აყვანას იჯარით სეზონის ბოლომდე ეცდება.

თავად დე ლიხტიც შესაძლოა ამის წინააღმდეგი არ იყოს, რადგან ევრო 2020-ის წინ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს.

„იუვენტუსში“ დე ლიხტმა ბოლო ხუთ თამაშში მხოლოდ 15 წუთი ითამაშა. იტალიური მედიის ცნობით, ამის მიზეზი ჰოლანდიელის ფიზიკური პრობლემებია და კონდიციციის აღდგენის შემდეგ სასტარტოში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, დე ლიხტი „იუვეს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და ამ დრომდე 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

0.109227