ფეხბურთი

3:17 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: "დე ლიხტს ურთულესი ხუთი თვე ჰქონდა, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდება"

ტურინის „იუვენტუსს“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ჯერ კიდევ არ დაბრუნებია, მაგრამ ბოლო ხანს მატიას დე ლიხტი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. დეკემბრიდან მოყოლებული მაურიციო სარი ჰოლანდიელს მერიჰ დემირალს ამჯობინებს. ბოლოს ნიჭიერი ფეხბურთელი სასტარტოში 8 დეკემბერს იყო.

„კალიარისთან“ დე ლიხტს ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში მოუწია სათადარიგო სკამზე ჯდომა და ნამატჩევს სარის 20 წლის ფეხბურთელის უთამაშებლობაზე კომენტარის გაკეთება მოუწია:

„მე პირველი ვარ ვისაც სჯერა, რომ დე ლიხტი მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდება. ამაში დარწმუნებული ვარ. მას ძალიან რთული ხუთი თვე ჰქონდა, ყოველ სამ დღეში თამაშობდა, ახალ ქვეყანასთან ადაპტაციას გადის, უნდა მოერგოს ახალ ჩემპიონატს, სადაც ახალი ენა და კულტურაა. მცირე ფიზიკური პრობლემა აქვს და ამ ეტაპზე დემირალი უკეთეს ფორმაშია. მეც ფეხბურთელებს მოცემული ვითარებიდან გამომდინარე ვარჩევ“, - თქვა სარიმ.

აქვე გეტყვით, რომ დე ლიხტმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 17 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124608