კალათბურთი

16:16 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სპანულისი ევროლიგის საუკეთესო მექულეა

"ოლიმპიაკოსის" 37 წლის ბერძენმა გამთამაშებელმა ვასილის სპანულისმა "ფენერბახჩესთან" შეხვედრაში 14 ქულა ჩააგდო და ევროლიგის ისტორიაში სულ 4157 ქულა დაუგროვდა, რაც ტურნირის საუკეთესო შედეგია. სპანულისმა ლეგენდარულ ესპანელ კალათბურთელს ხუან კარლოს ნავაროსს გადაასწრო, რომელსაც 4152 ქულა აქვს.

სპანულისმა 4157 ქულა 318 შეხვედრაში ჩააგდო, ხოლო ნავარომ 4152 ქულა - 341 მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113411