სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

12:46 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ახალი წელი ბრიტანულად
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მაშინ, როდესაც იტალიაში ბურთის მაგორებელნი ახალი წლის დღეებში ლაზანიას გეახლებიან და ზედ კაი გემრიელ წითელ კიანტის აყოლებენ, სქოთები, ირლანდიელები, ინგლისელები და უელსელები მთელი ოჯახებით სტადიონზე დადიან და სწორედ გაგანია ახალი წლის სუსხიან დღეებში ჩანიშნულ საფეხბურთო მატჩებით ირთობენ თავს. მაშინ, როდესაც ბილბაოში და ბარსელონაში დიდი საახალწლო ფიესტაა, მანჩესტერში მორიგი მარცხის გამო დედაბუდიანად გლოვობენ, ლონდონში კი გასახდელთან მდგარი სეუ ჟოზეს ნაბახუსევ მზერაზე ქილიკობენ.


ფაქტია, რომ ბრიტანეთი მართლაც სხვა რამეა და იქაური ხალხიც ფეხბურთს სულ სხვანაირად უყურებს. თავის დროზე ლეგენდარულ ენდი ჰინჩკლიფს უთქვამს - მთელი წლის მანძილზე ერთი ინგლისელი ქომაგი ტრიბუნაზე რამდენ ენერგიასაც ხარჯავს, მაგის ნახევარი ძალის ხარჯვის ილაჯი ინგლისელ ფეხბურთელებს რომ გვქონდეს, მსოფლიოს ჩემპიონობით ბრაზილიას გადავუსწრებდითო.


თქვენ გგონიათ მხოლოდ გადარეულ და მჩხავანა ქომაგებზე ვამბობ? აი მაგალითად ამ დღეებში ტელევიზორში “ემირათ სთედიუმის“ ტრიბუნებს შევავლე თვალი და თეთრ-წითელ კაშნეშემოხვეული სიცივით სახეაწითლებული ათიოდ წლის ბიჭუნა ისეთი სახით უცქერდა “მეთოფეების“ ცოდვილობას, რომ მაგაზე მაგარი სანახაობა არ გვენახოს. მე კიდევ სულ ორჯერ წავიყვანე ჩემი შვილი “დინამო არენაზე“ და აქედან ერთხელ ყაზახურ კლუბთან შევრცხვით, მეორედ კი აზერბაიჯანელებმა დაგვასხეს თავსლაფი და ბოლოს ბავშვი მეკითხებოდა, ნაყინის გამყიდველები რატომ აგინებენ ფეხბურთელებსო.


ჩვენ კიდე იმას ვიძახით - საქართველოში ზამთარში ნამეტანი ცივა და საფეხბურთო მატჩების გამართვა არ იქნებაო. ახლა ედინბურგში რომ ცივა სიცივე აი ეგაა თუ არის, მაგრამ ჩართავ ტელევიზორს და დაინახავ, რომ იქაურ ქომაგებს გაგანია პირველ იანვარს ტრიბუნებზე ადგილები ბოლომდე შეუვსიათ და ვისკნასვამი გაბარხატებული ხმით დაუღალავად ბღავიან ძველ საქომაგო სიმღერებს. მერე რა სიმღერებს?! ყველა ქომაგის ერთი ამობღავლების უკან რამდენიმე ათწლეულის ამბები იმალება.


ჩრდილოეთ ირლანდიის ციცქნა საფეხბურთო ჩემპიონატშიც კი ახალი წლის დღეებში სტადიონები ბოლომდე ივსება და ასეთ დროს სატურნირო ცხრილები რა ბედენაა? თვითოეული თამაში ცალკე ამბავია, ცალკე ისტორიაა, ცალკე განცდების წყაროა. სტატისტიკოსები ბრიტანეთის სტადიონებზე იშვიათად დაილანდებიან. იქ ძირითადად გადარეული, უბრალო ხალხის საბრძანისია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.116922
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X