ფეხბურთი

17:40 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიუბელი "ბაიერნის" ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაიერნმა“ გელზენკირხენის „შალკედან“ ალექსანდერ ნიუბელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გერმანელი კიპერი „რეკორდმაისტერს“ ზაფხულში შეუერთდება.

ნიუბელის სანაცვლოდ მიუნხენელებს თანხა არ გაუღიათ, რადგან 23 წლის კიპერს „შალკესთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და შესაბამისად, „ბაიერნში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ნიუბელი „შალკეს“ აკადემიის აღზრდილია და დღემდე „ხუმარების“ ღირსება 41 შეხვედრაში დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110579