თამაშგარე

12:45 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გაიცანით მაკგრეგორის მექალთანე მწვრთნელის გულისსწორი

შეიძლება არ იცოდეთ ვინაა დელონ დენისი, მაგრამ კონორ მაკგრეგორის სახელი კი უეჭველად გაგონილი მაინც გექნებათ. ჰოდა, ეს დელონ დელინი ირლანდიელი მოჩხუბრის ასევე ირლანდიელი მწვრთნელია, რომელიც მისი ხელობის ხალხისგან იმით გამოირჩევა, რომ დიდად მექალთანე ვინმეა და სულ ნარჩევ ლამაზმანებს ეკურკურება.

დელონის ერთ-ერთი ბოლო და დიდხიანი გულისსწორი, მოდელი სავანა მონტანიოა, რომელიც გარდა იმისა, რომ ფოტო-კამერების წინ დაშხოშინად პოზიორობს, ასევე სხვა, არანაკლებ შემოსავლიანი ბიზნესიც აქვს და ერთ-ერთი ამერიკული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის სახეა.

არ უნდა დაგვავიწყდეს იმის თქმაც, რომ დელონ დენისი გარდა მწვრთნელობისა, ჯერ კიდევ მოქმედი მოჩხუბარია. მართალია იგი მაკგრეგორივით მაღალ-მაღალ მიზნებს ვერ ეპოტინება, მაგრამ ერთი-ორი გზააბნეული მოჩხუბარი მასაც ჰყავს გატყეპილი. შენ ეგეთ კაცს შენ ჩხუბის მიზეზი მიეცი და რას არ იჩხუბებს...

0.206584