ფეხბურთი

20:50 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შეფილდ იუნაიტედმა" როდველი დაიმატა

"შეფილდ იუნაიტედმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით ინგლისელი მცველი ჯეკ როდველი დაიმატა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა "შეფილდთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

როდუელმა გასული სეზონი "ბელქბერნში" გაატარა და ჩემპიონშიფში 21 მატჩი ჩაატარა. 201 წლის ზაფხულიდან ფეხბურთელი "შეფილდ იუნაიტედში" ვარჯიშობდა და საბოლოოდ ამ გუნდშივე დარჩა. ჯეკი "ევერტონის" აკადემიის აღზრდილია, თამაშობდა "მანჩესტერ სიტიში" ორი სეზონის განმავლობაში და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113019