ფეხბურთი

19:54 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიაერი იანვარში "სევილიაში" დაბრუნდება

დანიის ეროვნული ნაკრების მცველი სიმონ კიაერი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "სევილიაში" დაბრუნდება. 30 წლის ფეხბურთელი "ატალანტაში" ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა, თუმცა როგორც მისმა აგენტმა განაცხადა ფეხბურთელი სათამაშო დროის არქონით უკმაყოფილოა და ესპანეთში დაბრუნება ურჩევნია.

მიმდინარე სეზონში სიმონმა ექვსი მატჩი ჩაატარა. დანიელს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს და შესაბამისად სათამაშო პრაქტიკა მისთვის მნიშვნელოვანია. კიაერს დანიის ეროვნულ ნაკრებში 95 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107845