ფეხბურთი

0:40 | 31.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "11 მშვიდი ფეხბურთელი არ მჭირდება, გასახდელში ჩხუბი პოზიტივია"

ლონდონის „ჩელსის“ ბოლო ხანს არასტაბილურობა დასჩემდა. მაგალითად, „არისტოკრატებმა“ ჯერ „ტოტენჰემს“ სტუმრად აჯობეს, მერე შინ „საუთჰემპტონთან“ წააგეს. ბოლო ტურში კი, ასევე გასვლაზე კიდევ ერთი ლონდონური დერბი მოიგეს „არსენალთან“.

აღსანიშნავია, რომ „ჩელსი“ 83-ე წუთამდე აგებდა და როგორც ცნობილი გახდა, შესვენებაზე გასახდელში ფეხბურთელებსაც უჩხუბიათ. ფრენკ ლამპარდმა ეს არ უარყო და მეტიც, შეგირდების საქციელი მოიწონა.

„ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა, რადგან არ მინდა 11 მშვიდი ფეხბურთელი მყავდეს. როდესაც პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში დავბრუნდით, ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა და ყველაფერი ნათელი იყო. შემდეგ ბიჭებმა დაიწყეს საუბარი და ცოტა აგრესიულები იყვნენ, მაგრამ ეს დადებითი მომენტია და მოედანზე საკადრისი პასუხი გავეცით „საუთჰემპტონთან“ წაგების მერე. „არსენალთან“ 30 წუთი საშინლად ვითამაშეთ, ნელა ვმოქმედებდით და ანერვიულებული ვიყავით, მაგრამ მაგრამ ვაჩვენეთ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორ უნდა გავიმარჯვოთ საბრძოლო სულისკვეთებით“, - თქვა ლამპარდმა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ჟორჟინიო მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა ლუკას ტორეირას წინააღმდეგ უხეშობისთვის, მაგრამ მსაჯმა არ გააფრთხილა. შედეგად, იტალიელმა თამაში გააგრძელა და 6 წუთში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ტამი აბრაჰამმა გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ლამპარდი აღიარებს, რომ ჟორჟინიო გაძევებას იმსახურებდა და მის გუნდს გაუმართლა:

„დიახ, ჟორჟინიოს მეორე ყვითელი ბარათი ეკუთვნოდა, ჩვენ გაგვიმართლა“, - დასძინა ფრენკმა. შეგახსენებთ, "ჩელსი" პრემიერლიგაში 35 ქულით მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098404