ფეხბურთი

19:05 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობი უილიამსი: "რეალის" გამო მგონია, რომ პატარა პენისი მაქვს"

ცნობილმა მომღერალმა რობი უილიამსმა ტონი კროოსის შესახებ ისაუბრა, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სთხოვა. უილიამსმა უცნაური მეტაფორაც გამოიყენა და აღნიშნა, რომ „რეალი“ აგრძნობინებს, თითქოს პატარა პენისი აქვს.

„მადრიდში ყველაფერი მოიგე, გთხოვ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ წამოხვიდე! ჩვენ გვაქვს ყველაზე მაგარი ჩემპიონატი მსოფლიოში - პრემიერლიგა.

ძალიან მწყინს, „რეალი“ მაგრძნობინებს, რომ თითქოს პატარა პენისი მაქვს. ფეხბურთი ჩემი რელიგიაა და არ მომწონს, რომ ჩემზე დიდი ღმერთები არსებობენ“, - თქვა უილიამსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115763