ფეხბურთი

3:45 | 29.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფანტასტიკური კარლო, ბრწყინვალე კარლო" - ანჩელოტიმ "ევერტონის" ქომაგები სამ დღეში გააგიჟა (VIDEO)

კარლო ანჩელოტის ევერტონული თავგადასავალი ჩინებულად დაიწყო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. მერსისაიდელებმა Boxing Day-ზე სამ დღიან ინტერვალში ჯერ „ბარნლის“ აჯობეს (1:0) და შემდეგ „ნიუკასლ იუნაიტედს“ (2:1).

ანჩელოტიმ კი „ევერტონის“ გულშემატკივრებისთვის თავის შეყვარება როგორც ჩანს, რეკორდულად მცირე დროში შეძლო.

„სენტ ჯეიმს პარკზე“ ჩასულმა ლივერპულელებმა იტალიელს უმღერეს კიდეც: „ფანტასტიკური კარლო, ბრწყინვალე კარლო!“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1151