ფეხბურთი

14:53 | 27.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ იანვარში ფეხბურთელებს არ იყიდის

„ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერებას არ აპირებს - გვამცნობს Marca.

წყაროს მტკცებით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ისინი გასულ ზაფხულს საკმარისად დაიხარჯნენ. ამიტომ სეზონს უკვე არსებული მოთამაშეებით ჩაამთავრებენ.

ბარსელონელები გაძლიერებას მომავალ ზაფხულს ფიქრობენ და ყოველ პოზიციაზე აპირებენ ფეხბურთელების დამატებას. უმთავრესი საზრუნავი კი ცენტრალური თავდამსხმელისა და მარჯვენა მცველის პოზიციები ყოფილა.

თეგებიბარსელონა
0.115248