ფეხბურთი

11:25 | 26.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ სანეს იანვარში არ გაყიდის

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბი, ლეროი სანე, დიდი ალბათობით, ზამთარში კლუბს არ დატოვებს - წერს Daily Star.

წყაროს ცნობით, „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გერმანელი არ გაყიდონ.

თუმცა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში სანე „სიტის“ დატოვებს. ლეროი გასულ ზაფხულს თითქმის გადასული იყო მიუნხენის „ბაიერნში,“ მაგრამ მუხლის მძიმე ტრავმამ მოლაპარაკებები შეაჩერა.

23 წლის სანეს „სიტისთან“ კონტრაქტს ვადა 2021 წელს ეწურება.

0.122864