ფეხბურთი

2:50 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე France Football-ის ვერსიით საფრანგეთის 2019 წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ კილიანმა აღნიშნული პრიზი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

„დიდი სიამაყეა, რომ ზედიზედ მეორედ შევძელი ამ ჯილდოს მოგება. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს მხარდაჭერისთვის“, - დაწერა 21 წლის ფრანგმა ტვიტერში.

მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 18 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

0.149057