ფეხბურთი

17:17 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი: "ანჩელოტის წითელ ღვინოს ვაჩუქებ სამწვრთნელო შტაბში დასაქმების სანაცვლოდ"

გუშინ ლივერპულის „ევერტონმა“ კარლო ანჩელოტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ოფიციალურად დატოვა. მერსისაიდელებს ბოლო სამ თამაშში დანკან ფერგიუსონი ხელმძღვანელობდა და არცთუ ურიგოდ - „ჩელსისთან“ გამარჯვება, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „არსენალთან“ ფრე.

ფერგიუსონმა „მეთოფეებთან“ მატჩის შემდეგ იხურმა და თქვა, რომ ანჩელოტის წითელ ღვინოს აჩუქებს, რომ მის სამწვრთნელო შტაბში დასაქმდეს.

„თამაშის შემდეგ ანჩელოტი გასახდელში შემოვიდა და სასიამოვნო სიტყვით გამოვიდა. მოუთმენლად ველოდები ორშაბათს, რომ მასთან ერთად მუშაობა დავიწყო. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გვჭირდებოდა მსოფლიო დონის მენეჯერი „ევერტონში“ და ახლა ჩვენ ის გვყავს.

ანჩელოტის რამდენიმე ბოთლ წითელ ღვინოს ვაჩუქებ და იმედია, ასე გავხდები მისი ვიცე-მწვრთნელი (იღიმის)“, - თქვა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ „ევერტონთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111925