ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა დანიელ სტარიჯმა “ლივერპულთან” ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “წითლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, 25 წლის ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 150 000 გირვანქა სტერლინგი იქნება და იგი სტივენ ჯერარდთან ერთად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.
სტარიჯი “ლივერპულში” 2013 წლის იანვრიდან თამაშობს და “მერსისაიდელთა” მაისურით ჩატარებულ 52 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა.