ფეხბურთი

15:37 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანჩელოტი "ევერტონის" მწვრთნელია

ლივერპულის „ევერტონს“ ამიერიდან კარლო ანჩელოტი გაწვრთნის. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის 4.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და შესაბამისად, იტალიელი ლივერპულში 2024 წლის ზაფხულამდე იმუშავებს. არაოფიციალური ცნობით, ანჩელოტი „ევერტონში“ სეზონში 11.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი ბოლოს „ნაპოლის“ წვრთნიდა, საიდანაც 10 დღის წინ დაითხოვეს. ინგლისში კი თავის დროზე უმუშავია, როდესაც ლონდონის „ჩელსის“ ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140165