ფეხბურთი

2:52 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის ტკბილი სიბერე "ევერტონში" - იტალიელი თვეში მილიონს გამოიმუშავებს

კარლო ანჩელოტის „ევერტონში“ დანიშვნას წინ აღარაფერი უდგას. მხარეები შეთანხმებულნი არიან და გამოცდილი იტალიელი მერსისაიდელებს 2023 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.

ოფიციალურად ეს ცნობა სავარაუდოდ ორშაბათს დადასტურდება და ანჩელოტის მორიგი სამუშაო „გუდისონ პარკზე“ იქნება.

იქამდე კი, ბრიტანულმა მედიამ ანჩელოტის გასამრჯელო გამოამზეურა, რომელიც წელიწადში 11.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს...

11.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი - წელიწადში

958.333 გირვანქა სტერლინგი - თვეში

221.153 გირვანქა სტერლინგი - კვირაში

31.593 გირვანქა სტერლინგი - დღეში

1.316 გირვანქა სტერლინგი - საათში

21 გირვანქა სტერლინგი - წუთში

36 პენი - წამში

0.122834