ფეხბურთი

16:49 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრებმა წელი 100-ეულში დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წელი ფიფას რეიტინგში 91-ე ადგილზე დაასრულა. ფიფამ მიმდინარე წელს ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ცვლილებები პრაქტიკულად არ მომხდარა.

შედეგად, ისევე როგორც გასულ თვეში, საქართველო 91-92-ე ადგილებს მადაგასკართან ერთად ინაწილებს.

...88. ზამბია - 1277 ქულა

89-90. კონგო - 1269

89-90. ლიბანი - 1269

91-92. საქართველო - 1267

91-92. მადაგასკარი - 1267

93. ისრაელი - 1260

94. ვიეტნამი - 1258

95. კვიპროსი - 1251

96. ყირგიზეთი - 1240

უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის სხვა ნახევარფინალისტების რეიტინგს რაც შეეხება, ასეთია:

68. ჩრდ. მაკედონია - 1347 ქულა

87. ბელარუსი – 1280

115. კოსოვო - 1174

და ბოლოს, საუკეთესო ათეული, რომელშიც გადაადგილებები არ მომხდარა:

1. ბელგია - 1765 ქულა

2. საფრაგეთი - 1733

3. ბრაზილია - 1712

4. ინგლისი - 1661

5. ურუგვაი - 1645

6. ხორვატია - 1642

7. პორტუგალია - 1639

8. ესპანეთი - 1636

9. არგენტინა - 1623

10. კოლუმბია - 1622

0.127433