ფეხბურთი

12:53 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი მინამინოს შესახებ

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ზალცბურგის“ თავდამსხმელის, ტაკუმი მინამინოს მის გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„ეს შესანიშნავი ტრანსფერია. ბედნიერები ვართ, რომ ის განხორციელდა. ჩვენს გულშემატკივრებს ახლახან საშუალება ჰქონდათ ის ცოცხლად ენახათ, ამიტომ ბევრს აღარ ვისაუბრებ მის შესაძლებლობებზე.

ტაკუმი ძალიან სწრაფი და ჭკვიანი ფეხბურთელია. ხაზებს შორის სივრცის პოვნა შეუძლია და უშიშარია, როგოც ბურთით, ასევე უბურთოდ, ნამდვილი გუნდური მოთამაშეა.

დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მინამინომ ჩვენს შესანიშნავ ქალაქსა და კლუბში თავი შინაურულად იგრძნოს. ასევე მჯერა, რომ ჩვენს მრავალრიცხოვან ოჯახს იაპონელი ქომაგებიც შემოემატებიან. წარმატებები ტაკუმის.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116162