ფეხბურთი

10:24 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცხელი „კლასიკო“

წუხელ ბარსელონაში „კლასიკო“ გაიმართა, „ბარსელონა“ და „რეალი“ უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. თუმცა მთავარი ამბები „კამპ ნოუს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. კატალონიის დმოუკიდებლობის მომხრეებმა მასობრივი პროტესტი მოაწყვეს.

შეგახსენებთ, რომ „კლასიკო“ 26 ოქტომბრიდან 18 დეკემბერს ბარსელონაში მიმდინარე მიტინგების გამო გადაოდო. დემონსტრანტები დაკავებული კატალონიელი პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ამჯერად უსაფრთხოებას დაახლოებით 4 ათასი პოლიციელი იცავდა. მოეწყო საგანგებო დერეფანი, რომელშიც მეტოქე გუნდების ავტობუსები გაატარეს.

შეხლა-შემოხლა მატჩის წინ დაიწყო. რადიკალური დაჯგუფებაTsunami Democratic-ს, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, რეგიონის დროშებთა და ბანერებთ მიადგა სტადიონს. თამაშის დროს მათ პროტესტის ნიშნად მინდორზე პატარა ბურთები გადაყარეს. ბანერებზე ეწერა: „ესპანეთო, დაჯექი და დაგველაპარაკე!“

შემდეგ არეულობები დაიწყო სტადიონის ახლო-მახლო. დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. ლუდის ბოთლებს ესროდნენ მათ და სანაგვეებს წვავდნენ. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, რამდენიმე ჰოსპიტალში წაიყვანეს, ათეულობით კი დააკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119095