ფეხბურთი

16:47 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვეინალდუმი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში „ლივერპულს“ ვერ დაეხმარება

„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი, თავის გუნდს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, „მონტერეის“ წინააღმდეგ, რომელიც 18 დეკემბერს გაიმართება, ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.“ - გვამცნობს მერსისაიდული კლუბის პრესსამსახური.

29 წლის შუახაზელმა კუნთის დაზიანება პრემიერლიგის ბოლო ტურში, „უოტფორდთან“ მატჩისას მიიღო. ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ამჯერად ექიმებმა თავი დაიზღვიეს. არ არის გამორიცხული, ჰოლანდიელმა ტურნირის ფინალში ითამაშოს, თუ რა თქმა უნდა, „ლივერპული“ იქ გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115925