ფეხბურთი

21:23 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ლივერპულში ჩავიდა და მოლაპარაკებებს აწარმოებს

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ერთი კვირის წინ „ნაპოლიდან“ დაითხოვეს, მაგრამ როგორც ჩანს, უმუშევარი დიდხანს არ დარჩება. Sky Sports-ის ინფორმაციით, იტალიელი ლივერპულში იმყოფება და „ევერტონის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ წყაროს ცნობით, შეთანხმების მიღწევამდე არც ისებ ბევრი დარჩა და შესაძლოა უახლოეს დღეებში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდეს.

ანჩელოტის ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს, როდესაც 2009-2011 წლებში ლონდონის „ჩელსის“ ავარჯიშებდა.

„ევერტონიდან“ კი წარუმატებელი შედეგების გამო ორი კვირის წინ მარკოსილვა დაითხოვეს. დროებით გუნდს დანკან ფერგიუსონი წვრთნის, რომელმაც მერსისაიდელებს „ჩელსისთან“ და „მანჩესტერთან“ 4 ქულა მოაპოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116129