ფეხბურთი

16:53 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალბერტინი: "ბარსელონასთვის" 5 წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ძალიან ბევრია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დემეტრიო ალბერტინიმ კატალონიის „ბარსელონას“ შესახებ ისაუბრა, სადაც 2004-2005 წლებში თამაშობდა. ალბერტინის განცხადებით, „ბარსელონასთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე 5 წელი გამარჯვების გარეშე თამაში ძალიან ბევრია.

„ხუთი წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ძალიან ბევრია ისეთი გუნდისთვის, როგორიც „ბარსელონაა“. საუბარი არ არის მოგების ან წაგების შესახებ. საუბარი იმაზე, რომ დაკარგო შესაძლებლობა, როდესაც უნდა გაიმარჯვო, როგორც ეს წინა ორ სეზონში მოხდა („რომასთან“ და „ლივერპულთან“). ამ წარუმატებლობის მიზეზი ნათელია: საჭიროა სწორი დამოკიდებულება მოედანზე, ეს დღეს „ბარსას“ მთავარი პრობლემაა“, - თქვა ალბერტინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2014-2015 წლების სეზონში მოიგო. წელს კი მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა და ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101762