სხვა

0:43 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი, ჩემპიონთა ლიგა - "დინამოს" მეშვიდე მარცხი

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში რიგით მეშვიდე თამაში ჩაატარა და კვლავ დამარცხდა. რევაზ ჩომახიძის გუნდი იტალიაში ჯგუფის ლიდერ და წყალბურთში ერთ-ერთ მოწინავე კლუბს, „პრო რეკოს“ ესტუმრნენ და დიდი ანგარიშით, 9:24 წააგეს.

იტალიელებმა ყველაფერს წერტილი პირველივე პერიოდში დაუსვეს, რომელიც 8:0 მოიგეს და ბუნებრივია, ნათელი იყო, რომ „დინამო“ ამ შეხვედრაში არათუ არ დამარცხდებოდა, არამედ ვერც გაიბრძოლებდა.

დარჩენილ დროში „პრო რეკომ“ ძალები მეტ-ნაკლებად დაზოგა, მაგრამ ანგარიშის გაზრდა მაინც მოახერხა მართლაც მარტივად იმარჯვა.

„დინამო“ B ჯგუფში 7 წაგებით და შესაბამისად უქულოდ ბოლო, მერვე პოზიციაზეა. ამით პირველი წრე დასრულდა, ხოლო გათამაშება 2020 წლის 4 თებერვალს განახლდება და თბილისური გუნდი მერვე ტურში სწორედ „პრო რეკოს“ უმასპინძლებს.

„პრო რეკო“ – „დინამო“ 24:9 (8:0, 5:3, 4:4, 7:2)

გოლები: 1:0 ლუნგო (07:42), 2:0 დი ფულვიო (07:17), 3:0 ლუნგო (06:37), 4:0 ფილიპოვიჩი (05:33), 5:0 ფილიპოვიჩი (03:54), 6:0 დი ფულვიო (02:13), 7:0 მანდიჩი (01:22), 8:0 ფილიოლი (00:02), 9:0 ივოვიჩი (06:15), 10:0 ფილიოლი (04:14), 10:1 იელაჩა (03:51), 10:0 რურუა (03:14), 11:2 ფილიპოვიჩი (02:51), 12:2 დი სომა (02:04), 13:2 მანდიჩი (01:36), 13:3 ცრეპულია (01:06), 13:4 იმნაიშვილი (06:04), 14:4 ლუნგო (05:22), 15:4 ივოვიჩი (04:41), 15:5 იელაჩა (04:01), 15:6 იელაჩა (03:05), 16:6 დი სომა (01:46), 17:6 ფილიპოვიჩი (00:58), 17:7 ბაღათურია (00:29), 18:7 ფონდელი (07:16), 18:8 ჯახაია (06:54), 19:8 ფილიოლი (06:28), 20:8 ივოვიჩი (05:26), 21:8 დობუდი (04:33), 22:8 ლუნგო (02:59), 23:8 ლუნგო (01:46), 23:9 იელაჩა (01:12), 24:9 მანდიჩი (00:34)

0.114574