ფეხბურთი

14:05 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები (+VIDEO და PHOTO)

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები, შპს „სტადიონის“ დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ შეაჯამა.

სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დავასრულეთ. საფარის დაგებისას გამოყენებულია, პოას ჯიშის, უმაღლესი ხარისხის ბალახი. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ბალახი კლიმატური პირობების, სათამაშო მოცემულობისა და სხვა სახის ღონისძიებების მიმართ მდგრადია. აქვს საგარანტიო და ხარისხის მაჩვენებელი ყველა სერთიფიკატი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებს.

ამჟამად მიმდინარეობს სკამების მონტაჟი მე-2 იარუსზე. სკამები ანტივანდალური და ცეცხლმედეგი მასალისგანაა დამზადებული.

პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებთ გარე პერიმეტრზე სამუშაოებს, საპარკინგე ტერიტორიის მოწყობასა და საკომუნიკაციო ქსელის გამართვას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.181743