ბლოგი

12:36 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

შავტუხა ბიჭები

ბამბუკებით აშენებული ქოხები, ჩამოკონკილი მშიერი ბავშვები, საშინელი სიცხე, ეპიდემიად ქცეული შიდსი, გაუგონარი სიღარიბე და უიმედობა... ეს მხოლოდ ნაწილია იმ ზოგადი წარმოდგენებისა, რაც ევროპელებს აფრიკაზე და იქ მცხოვრებ ხალხზე გააჩნიათ. სწორედ ამიტომ, თუკი ადამიანს გაგებული მაინც გაქვს ეს ყველაფერი, როდესაც წარმატებულ აფრიკელ სპორტსმენებს ხედავ, შეუძლებელია არ უგულშემატკივრო და მათი პატივისცემით არ განიმსჭვალო.

რამდენიმე წლის წინ, ხუან ანტონიო სამარანჩიმ მართლაც რომ შესანიშნავი სიტყვები თქვა: “აფრიკელმა სპორტსმენებმა დაამტკიცეს, რომ სპორტი ყველაზე სამართლიანი მოვლენაა დედამიწაზე. განა შეიძლება ადამიანი რასისტი იყოს, როდესაც ხედავს, თუ როგორ ამარცხებენ აფრიკელი სპორტსმენები განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებს”. მართლაც, დადგა დრო, აფრიკელთა მარავალწლიანი ჩაგვრისა და ვაების შემდეგ, ყველამ აღიაროს, რომ თუკი აფრიკელი სპორტსმენები ასეთ არათანაბარ პირობებშიც კი როდესაც “შავი კონტინენტის” ბევრ ქვეყანას ელემენტარული სპორტული ინფრასტრუქტურაც კი არ გააჩნია, აღწევენ წარმატებებს, მათი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელია სულ სხვა რეალობა მივიღოთ. დიახ, კოლონიზაციის, შიმშილისა და მონობის შემდეგ, აფრიკამ დაიმსახურა იმაზე ბევრად კარგი აწმყო, ვიდრე ის დღეს არის. და რაც მთავარია, ეს არ არის მხოლოდ თანაგრძნობა. ეს რეალობაა!

აფრიკის სპორტული წარმატებების საიდუმლო უპირველესად სწორედ აფრიკის განუმეორებლობაში იმალება. წარმოიდგინეთ კენიის ქვიშით დაფარულ უზარმაზარ ტრამალებზე გაფანტული პატარა სოფლები. სოფლებს შორის არ არსებობს არანაირი კომუნიკაცია (საუბარი არ არის ელექტრონზე, ტელევიზორზე და სხვა...) თავად ადამიანის გარდა. კენიაში საშინელი ქვიშის ქარიშხელები იცის და ქარიშხალი როდის ამოვარდება, ამის განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ, დიდსა თუ პატარას, მოხუცსა თუ ახალგაზრდას, ქალსა თუ კაცს, ისღა დარჩენია ირბინოს.

და ამ ყველაფრის შემდეგ, კენიელი მძლეოსნების წარმატებები განა უნდა გაუკვირდეს ან ეწყინოს კაცს? ნებისმიერი კენიელი მძლეოსანის, ნიგერიელი ფეხბურთელისა თუ ანგოლელი მოკრივის უკან ხშირად მათი მთელი სანათესაოს, ანდა სულაც მთელი მშობლიური სოფლის გამოკვების და ზოგადად გადარჩენის საკითხი დგას. აფრიკაში, (განსაკუთრებით აფრიკულ სოფლებში) ხშირად მთელი სოფელი ფაქტობრივად ერთ ოჯახად მოიაზრება და ევროპაში ბედის საძიებლად, სამუშაოდ თუ სათამაშოდ ახალგაზრდა კაცის გასაშვებად ფულს მთელი სოფელი აგროვებს. სწორედ ასეთი იყო აბედი პელეს, მასინგას, და სხვათა და სხვათა წარსული. გერმანიის ბუნდელსიგაში მოთამაშე ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი აფრიკელი ფეხბურთელი ყვებოდა, თავისი არცთუ ისე დიდი ჯამაგირით როგორ არჩენდა აფრიკაში მთელს თავის მშობლიურ სოფელს, სადაც თურმე 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ასეთი რამ მეგობარ-ნათესავ-ახლობლებზე გადაყოლილი ქართველისთვისაც კი წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ თუკი აფრიკაში არსებულ გაჭირვებას წარმოვიდგენთ, ნამდვილად არაფერი იქნება ამაში უცნაური.

სხვა საქმეა მაღრიბის (არაბული) აფრიკა და მეტადრე სამხრეთ აფრიკა, სადაც გაჭირვება ისეთი თვალში საცემი არ არის, როგორც აფრიკის ცენტრალიურ და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში. და ამის მიუხედავად, ეს უდაბნოში მორბენალი შავტუხა ბიჭები საკუთარი ოფლითა და სისხლით წერენ აფრიკის ახალ ისტორიას და ყველას თვალნათლივ აჩვენებენ, რომ სპორტული წარმატებები მხოლოდ დიდ ფულზე არ არის დამოკიდებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117047