ფეხბურთი

10:34 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს

ესპანელ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. ესპანელის "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის მე-16 ტურში შინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" 1:2 წააგო, ჩემპიონატში 32 ქულა აქვს და 16 ტურში გვარდიოლას გუნდებს ასეთი დაბალი შედეგი არ ქონიათ. აღნიშნული ინფორმაცია Opta-მ გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში პეპის გუნდმა 16 შეხვედრიდან ათი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და ოთხ მატჩში დამარცხდა. ამდენივე ტურის შემდეგ კი "ქალაქელები" ლიდერ "ლივერპულს" 14 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო მეორეადგილოსან "ლესტერთან" სამქულიანი სხვაობა აქვთ, რომელიც შეიძლება ექვს ქულამდე გაიზარდოს, რადგან "მელიებს" მე-16 ტურში ჯერ არ უთამაშიათ.

0.11416