ფეხბურთი

0:00 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის სუპერთასი "თბილისმა" მოიგო

7 დეკემბერს, სპორტული ცენტრი "იმედის" მოედანზე ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის 2019 წლის საქართველოს სუპერთასი გაიმართა. გადამწვყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის "თბილისი" და ბათუმის "აჭარა" დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით ანგარიშით - 4:1 დასრულდა.

სუპერთასის შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მონაწილე გუნდებს და გამორჩეულ ფეხბურთელებს სამახსოვრო პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა გადასცა.

ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის 2019 წლის სუპერთასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო მსგავსი ტურნირების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114609