სხვა

23:03 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020-ზე ტრიატლონსა და ცხენოსნობაში შეჯიბრებების დაწყების დრო შეიცვალა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ტრიატლონსა და ცხენოსნობაში ასპარეზობების დაწყების დრომ, თამაშებისას მოსალოდნელი დიდი სიცხის გამო, უკან გადაიწია.

ივლის-აგვისტოში, როდესაც იაპონიის დედაქალაქი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობით იქნება დაკავებული, ჰაერის ტემპერატურა რეგულარულად აჭარბებს 30 გრადუსს, ხოლო მაღალი ტენიანობა ათლეტებში და გულშემატკივრებში დისკომფორტს ზრდის. ამიტომაც, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ტრიატლონში შეჯიბრებები 07:30-ის ნაცვლად დაიწყონ ერთი საათით ადრე, ხოლო ცხენოსნობაში (სამჭიდში) ასპარეზობები დაიწყება 07:30 საათზე, ნაცვლად 08:30 საათისა, როგორც ეს ადრე იყო გათვალისწინებული.

განრიგში ცვლილებები შეიტანეს IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს ლოზანის სხდომაზე, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტებს (IOC) შორის გამართული განხილვის შემდეგ,

უფრო ადრე, ცხელი ამინდების გამო ტოკიოდან საპოროში გადაიტანეს შეჯიბრებები მარათონსა და სპორტულ სიარულში.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124838