სხვა

23:03 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: IOC-თვის WADA-ს გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება

რუსეთის სპორტის მიმართ შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელსაც 9 დეკემბერს პარიზის სხდომაზე მიიღებენ, სავალდებულო იქნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის (IOC).

„ის გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება. ოლიმპიურ ქარტიაში საუბარია ანტისადოპინგო კოდექსის აღიარებაზე, ასე რომ, თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ ანტისადოპინგო კოდექსის შესაბამისად, მაშინ ის სავალდებულო იქნება IOC-თვის.

შესაძლო მოვლენებთან დაკავშირებით სპეკულირებას არ დავიწყებ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელსაც WADA 9 დეკემბერს მიიღებს, ყველა დეტალი არ ვიცი. ჩვენ მას უნდა დაველოდოთ. ვიმედოვნებ, WADA განმარტავს, რაზე და რა მიზეზებით გავრცელდება მათი საბოლოო გადაწყვეტილება," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

რუსეთი ეჭვმიტანილია წლის დასაწყისში WADA-ში გაგზავნილ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა მანიპულირებაში.

მონაცემთა ბაზის გაყალბების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთს 4 წლით აეკრძალოს საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობა. ასევე საუბარია იმაზე, რომ მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუს სპორტსმენებს ქვეყნის დროშით ასპარეზობა აეკრძალოთ 4 წლით, ნეიტრალური სტატუსით კი დაუშვებენ მხოლოდ „სუფთა" რუსს სპორტსმენებს. ასევე დღის წესრიგშია რუსი სპორტსმენების (განურჩევლად სახეობისა) საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, მათ შორის 2020 წლის ოლიმპიადიდან, მოკვეთა.

gbf.ge

0.268182