ფეხბურთი

18:19 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" სატრანსფერო ბანი გაუქმებულია

ლონდონის „ჩელსის“ სატრანსფერო ბანი მოეხსნა. ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლომ ინგლისური გუნდის აპელაცია დააკმაყოფილა და იანვარში ტრანსფერების განხორციელება შეეძლება.

მოგეხსენებათ, „ჩელსის“ ფიფამ 2019 წლის ზაფხულსა და 2020 წლი იანვარში ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა 18 წლამდე ფეხბურთელთა ტრანსფერების წესების დარღვევისთვის.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, „არისტოკრატების“ სასჯელი შემცირდა. შესაბამისად „ჩელსის“ იანვარში შემადგენლობის გაძლიერების უფლება ექნება.

თეგებიჩელსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109231