სხვა

10:51 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაეროში ოლიმპიური ზავის პროექტს განიხილავენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, 9 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარდგენილი იქნება ოლიმპიური ზავის რეზოლუციის პროექტი.

გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იუსირო მორი. მაღალჩინოსნის გამოსვლის შემდეგ დაიწყება დოკუმენტის განხილვა. საკუთარ მოსაზრებით ასევე გამოვა IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი.

ტრადიციის შესაბამისად, რომელსაც მივყავართ ანტიკურ ოლიმპიაში ძველი წელთაღიცხვის 776 წლის პირველ ოლიმპიურ თამაშებთან, რეზოლუცია მიმართული იქნება ყველა საბრძოლო მოქმედების შეწყვეტისკენ, რათა ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე უზრუნველყოფილი იყოს ათლეტთა უსაფრთხო მონაწილეობა," - ვიტყობთ IOC-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

geonoc.org.ge

0.121944