კალათბურთი

10:25 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა შორის თბილისის ჩემპიონის გამოსავლენად “დინამო” და “ჰიუნდაი 1” შეხვდებიან

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონობისთვის ერთმანეთს “დინამო თბილისი” და საკალათბურთო სკოლა “ჰიუნდაის” პირველი გუნდი შეერკინებიან. ოლიმპიურ სასახლეში 5 დეკემბერს გამართულ ნახევარფინალურ მატჩებში ამ გუნდებმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს – “დინამომ” ზაზა ფაჩულიას აკადემიის პირველ გუნდს 97:73 სძლია, ხოლო ჰიუნდაელებმა “ორბს” 53 ქულით – 86:33 მოუგეს.

დინამოელთაგან 20 ქულით და 13 მოხსნით ლევან სულაბერიძე გამოირჩა. 17 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა ლევან ტურაშვილს, ხოლო გიორგი ტაბატაძემ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

რაც შეეხებათ ჰიუნდაელებს, გამარჯვებისკენ მათ ლუკა ლურსმანაშვილმა 17 ქულით ულიდერა. 11 ქულა ჰქონდა ვახტანგ გედენიძეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ორგანიზატორი დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა.

ფინალური მატჩი 7 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართბა, ხოლო მანამდე გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის.

gbf.ge

0.110291