სხვა

22:54 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მონაწილე ქვეყანათა აღლუმის წესებში ცვლილებებია

ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შტაბ-ბინაში მიმდინარე IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე განიხილეს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მონაწილე ქვეყანათა აღლუმის წესებში ცვლილებების შეტანა.

„ათლეტთა აღლუმის თანმიმდევრობაში ცვლილებები შედის. ახალი წესები პირველად ამოქმედდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. სიახლე ის იქნება, რომ მომდევნო სამი საოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის გუნდები ბოლოს გამოვლენ. კერძოდ, აღლუმს დაასრულებენ აშშ-ის (ლოს ანჯელესი-2028), საფრანგეთის (პარიზი-2024) და იაპონიის (ტოკიო-2020) დელეგაციები," - ამის შესახებ განაცხადა IOC-ის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა.

მარკ ადამსი ასევე დასძენს, რომ პირველი გუნდი, რომელიც საბერძნეთის, როგორც ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელი ქვეყანის შემდეგ გამოვა, დევნილთა ოლიმპიური გუნდი იქნება. დევნილთა გუნდის შემდეგ ანბანის მიხედვით გამოცხადდებიან ქვეყნები. ახალი ფორმატი ასევე იმოქმედებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დევნილთა გუნდი ბოლოდან მეორე გამოვიდა.

geonoc.org.ge

0.115981