ფეხბურთი

23:40 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის აკადემიის 16 წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებს სასწავლო პროცესის დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ

5 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის დირექტრომა, ირაკლი ლილუაშვილმა აკადემიის 16-წლამდე გუნდს უმასპინძლეს.

სფფ-ის საფეხბურთო აკადემიაში სამ წლიანი სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებისთვის 16-წლამდე გუნდის თითოეულ ფეხბურთელს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს სიტყვით სფფ-ის ვიცე-პრეზიდეტნმა ალექსანდრე იაშვილმა მიმართა და წარმატებული საფეხბურთო კარიერა უსურვა. სფფ-ის აკადემიის წესდებიდან გამომდინარე, მოთამაშეები მომავალი სეზონიდან კარიერას სხვა გუნდებში გააგრძელებენ.

სფფ-ის აკადემიის 16-წლამდე გუნდი მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17-წლამდე ლიგაში იღებს მონაწილეობას. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ოქროს ლიგაში ასპარეზობს და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 31 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გუნდის ფეხბურთელები საქართველის ასაკობრივ ნაკრებებშიც ასპარეზობენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო აკადემიების პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ძალისხმევით აკადემიები რუსთავში, ზუგდიდში და ლაგოდეხში ფუნქციონირებენ.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12171