კალათბურთი

14:27 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის U16 ჩემპიონატში ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ: დინამო-ზაზა 1, ორბი-ჰიუნდაი 1

თბილისის 16 წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეოთხედფინალებიდან ყველაზე დაძაბული ჰიუნდაის სკოლის 2 წარმომადგენლის დაპირისპირება გახლდათ. ჰიუნდაი 1 მთელი თამაში უგებდა ჰიუნდაი 2-ს, თუმცა ბოლო წუთებზე ვითარება დაიძაბა და მეორე გუნდს სირენის თანხლებით ნასროლი ბურთი რომ ჩაეგდო, მოიგებდა.

ჰიუნდაი 1-ს ნახევარფინალში “ორბი” შეხვდება, რომელმაც 4 ქულის სხვაობით – 72:68 დაამარცხა “ვინგსი. მეორე ნახევარფინალში ზაზას აკადემიის პირველი გუნდი და დინამო ოთამაშებენ. დინამოელებმა “აკადემიას” სძლიეს 92:64, ხილო “ზაზა 1”-მა “მართვეს” აჯობა – 106:62.

ნახევარფინალები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში – 15:45 საათიდან გაიმართება.

gbf.ge

0.112753