კალათბურთი

12:28 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენმა ნბა-ს რეკორდი დაამყარა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.


ტეხასურ დერბში "სან ანტონიომ" შინ "ჰიუსტონი" 135:133 დაამარცხა. მეორე პერიოდის დასაწყისიდან ჰიუსტონელები ანგარიშით დაწინაურდნენ და მეოთხე პერიოდში 16 ქულითაც იგებდნენ, მაგრამ მატჩის დასულებამდე 11 წამთ ადრე უოლკერმა სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 115:115 გახადა შეხვედრაში პირველი ოვერტაიმი დაინიშნა. რომელიც ასევე ფრედ 126:126 დასრულდა. მეორე ოვერტაიმში სან ანტონიონელებმა უკეთესად ისროლეს და საბოლოოდ 135:133 იმარჯვეს. ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 50 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ჰარდენმა ნბა-ს რეკორდი შეასრულა, რარდენმა 24 შესაძლებლობიდან ოცდაოთხივე საჯარიმო სროლა ზუსტად გამოიყენა. "სან ანტონიოში" 28 ქულით უოლკერი გამოირჩა.
"ლეიკერსმა" გასვლაზე "დენვერს" 105:96 აჯობა. ლებრონმა 25 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. ენტონი დევისს 25 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა. "ლეიკერსი" 18 მოგებით და 3 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
"კლიპერსმა" შინ "პორტლენდი" 117:97 დაამარცხა. ლოს ანჯელესელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს. ყველაზე მეტი 26 ქულა ჰარელის ანგარიშზეა. პოლ ჯორჯმა 25 ქულა მიითვალა.

"კლივლენდი" - "დეტროიტი" 94:127 (28:32, 18:30, 22:35, 26:30)
https://www.youtube.com/watch?v=qmseW-Q_9Cc

"ვაშინგტონი" - "ორლანდო" 120:127 (26:32, 28:36, 34:29, 32:30)
https://www.youtube.com/watch?v=sFYT5cZr9ao

"ნიუ ორლეანი: - "დალასი" 97:118 (24:24, 29:35, 22:25, 22:34)
https://www.youtube.com/watch?v=ql2Ad2KQbXA

"ტორონტო" - "მაიამი" 110:121 (23:32, 30:26, 28:25, 27:25 ო.ტ. 2:13)
https://www.youtube.com/watch?v=rMaMsT0oU_c

"სან ანტონიო" - "ჰიუსტონი" 135:133 (27:25, 32:38, 22:34, 34:18, ო.ტ. 20:18)
https://www.youtube.com/watch?v=UAaqlJb2nsQ

"დენვერი" - "ლეიკერსი" 96:105 (24:28, 25:32, 27:24, 20:21)

https://www.youtube.com/watch?v=B0Zev47RAAM

"კლიპერსი" - "პორტლენდი" 117:97 (29:30, 33:29, 27:17, 28:21)

https://www.youtube.com/watch?v=rLjb2oYipoc

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114717