11:24 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდი წარმატებით იასპარეზა

დიდი წარმატებით იასპარეზა დავით ნემსაძემ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში 12 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის!

ქუთაისელმა მოზარდმა 9-დან 7 ქულით II-IV ადგილი გაინაწილა მიხეი ნავუმენკასა(ბელორუსია) და ლუკა რისტიჩტან ერთად. ხოლო, ჩემპიონის

ტიტული 8 ქულით ივან საველიევმა (რუსეთი) დაისაკუთრა.

14 წლამდე ასაკის ჭაბუკებში სამი ქართველი მონაწილეობდა, ერეკლე ჯიშკარიანმ 5,5 ქულა დააგროვა, ხოლო გიორგი გაბუნიას და თეიმურაზ კვიკვინიას აქტივში 4,5 ქულაა.

gcf.org.ge

0.103323