ფეხბურთი

16:38 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო კონკურენცია "ოქროს ბურთის" ისტორიაში: რამდენი ქულით აჯობა მესიმ ვან დეიკს?

ლიონელ მესიმ კარიერაში მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიგო, მაგრამ არასდროს ასეთი მცირე უპირატესობით კონკურენტისთვის არ გაუსწრია.

როგორც France Football-ის ვებგვერდი წერს, მესისა და ვირჯილ ვან დეიკს შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ 7 იყო. აი, რას წერს გავლენიანი ფრანგული გამოცემა:

„კარიერაში მეექსვე „ოქროს ბურთი“ მოიგო, მაგრამ ლიონელ მესის არასდროს ჰქონია ასეთი მცირე უპირატესობა ფინალურ კლასიფიკაციაში. ვირჯილ ვან დეიკი მას მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩა!

არა, ვირჯილ ვან დეიკმა ვერ მოახერხა გამხდარიყო ფაბიო კანავაროს შემდეგ პირველი მცველი, ვინც ამ ჯილდოს მოიგებდა. ეს 2006 წელს იყო. თუმცა, ჰოლანდიელი ძალიან ახლოს იყო ძვირად ჯილდოსთან. ის „ოქროს ბურთზე“ პირველად იყო ნომინირებული, „ლივერპულის“ მცველმა საბოლოოდ 679 ქულა დააგროვა. შესანიშნავი შედეგია, მაგრამ მესის დასამარცხებლად არასაკმარისი, რომელმაც 686 ქულა მოიპოვა. მხოლოდ 7 ქულით მეტი. France Football-ის „ოქროს ბურთის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო კლასიფიკაცია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, ხოლო ხუთეულში ასევე მოხვდნენ სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი.

0.113147